ჯიხაშკარის 108-ე უბანთან, ის სპორტსმენები დააფიქსირეს, რომლებიც კორცხელის ინციდენტში ფიგურირებდნენ.
საარჩევნო უბანთან იმყოფება სპორტსმენი ირაკლი ჭანტურია, რომელიც ასევე, სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილზე იყო.
შეგახსენებთ, 22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი კენჭისყრა დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის ორ საარჩევნო უბანზე და სოფელ განმუხურის ერთ საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ასევე, განმეორებითი არჩევნებია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ საარჩვნო უბანზე.
ამასთან, ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგლებლების რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს.