ჯიხაშკარში განმეორებით არჩევნების მიმდინარეობას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც აკვირდებიან.
2030-ის ჟურნალისტის ინფროამციით, საარჩევნო უბანთან იმყოფებიან აკაკი ბობოხიძე და გია თევდორაძე.
როგორც ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის ჯიხაშკარში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება დღის ბოლომდე. იმედია, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და 8 ოქტომბრის ფაქტს არ გაიმეორებს“, - განაცხადა ბობოხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.