“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ბექა ბასილაია ჯიხაშკარში იმყოფება და აცხადებს, რომ ის არჩევნების მიმდინარე პროცესს აკვირდება
როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის ჯიხაშკარში კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
„არჩევნები ჯიხაშკარში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ხელისუფლება გამოიჩენს გონიერებას და არ განმეორდება ის ფატქები, რაც აქ 8 ოქტომბერს მოხდა. მაშინ უბნის დარბევა მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ჯიხაშკარში სანდრა რულოვსი ლიდერობდა”,- განაცხადა ბექა ბასილაიამ
სოფელ ჯოხაშკარში, 108-ე და 79-ე უბნებზე არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.