ეკა ბესელია:   ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს

ეკა ბესელია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ განუცხადა, რომელიც მარნეულში, ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბაზე იმყოფება. მასთან ერთად „ქართული ოცნებიდან“ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას მამუკა მდინარაძე და გედევან ფოფხაძე აკვირდებიან.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, მთავარია, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. ის მთელი დღის განმავლობაში დააკვირდება 48-ე უბანზე საარჩევნო პროცესს.

„აქტიურობა არის. მთავრია, რომ ყველამ დავიცვათ წესრიგი, რომ ამომრჩევლებმა ხმა მშვიდად მისცეს. რიგი დგას. საკმაოდ ბევრი ადამიანია როგორც შესასვლელთან, ასევე გარეთ. ასე, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს“, - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობას“, 48-ე საარჩევნო უბაზე იმყოფებიან პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის: გიგა ბოკერია, კობა სუბელიანი, გიორგი კანდელაკი, სერგი კაპანაძე და ლევან თარხნიშვილი.