დამკვირვებლები ყიზილაჯლოს №48 საარჩევნო უბანზე არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, რამდენჯერმე დაფიქსირდა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის საარჩევნო კაბინის გარეთ, პირდაპირ რეგისტრატორის მაგიდაზე შემოხაზვის ფაქტი.
”ამომრჩეველი ბიულეტენს კაბინის გარეთ ხაზავდა და არავინ არ მიუთითა საარჩევნო ადმინისტრაციიდან, რომ ეს დარღვევა იყო" , - აცხადებენ დამკვირვებლები.
მათივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრის დაწერას აპირებენ.