ცესკოს განცხადება მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით

ცესკოს განცხადება მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მედიაში გავრცელებულ ცალკეულ ვიდეო-მასალებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ არც ერთი აღნიშნული მასალა არ ყოფილა წარმოდგენილი საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომელიც მისცემდა საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამის ვადებში განხილვისა და კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად ცესკოს მიაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია საფუძვლიანად გამოკვლეულ იქნას თითოეული შემთხვევა - დადგინდეს გამოქვეყნებული ვიდეოების ავთენტურობა, მონაწილე პირების ვინაობა და სხვა ფაქტები. შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ აღნიშნული ვიდეობის შესწავლა.

საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე, მოუწოდებს ვიდეომასალების ავტორებს, ფრაგმენტებად გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ითანამშრომლონ სამართალდამცავ უწყებებთან და შესაბამის ორგანოებს წარუდგინონ სრული, უწყვეტი ვიდეო მასალა ობიექტური რეალობის დადგენისა და ადექვატური რეაგირების უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ნიშანდობლივია, რომ №68.79.46 უბნის კომისიის ცალკეულ წარმომადგენლთა ქმედების შესასწავლად, როგორც მოქმედი თანამშრომელების მიმართ, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო საკითხის შესწავლა,  დისციპლინური წარმოების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მსგავს ფაქტებზე აუცილებლად მოახდენს შესაბამის რეაგირებას.