ირაკლი სესიაშვილი გარდცვლილის სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებს

ირაკლი სესიაშვილი გარდცვლილის სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი, კახეთში ავარიიის შედეგად გარდცვლილის სამხედროს ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ასევე მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულ სამხედროებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, "კამაზის" მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. 27 დაშავებული სამხედრო მოსამსახურე დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს