”რესპუბლიკელები“ პრემიერის მიერ ინცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეობას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ

”რესპუბლიკელები“ პრემიერის მიერ ინცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეობას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ

”რესპუბლიკური პარტია” საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე პრემიერ-მინისტრის მიერ ინცირებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას, სავარაუდოდ, არ მიიღებს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განუცხადა. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ”ქართული ოცნების” ლიდერების განსხვავებული განცხადებები მას არ უქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ პარტია ფართო კონსენსუსით მიღწევად საკონსტიტუციო ცლილებებზეა ორიენტირებული.

”როდესაც ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ვერ ხედავს პრობლემას საკონსტიტუციო უმრავლესობაში და მეორეს მხრივ პრემიერისგან გვესმის, რომ ფართო კონსენსუსით სურს მიაღწიოს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს ორი განცხადება მე არ მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ”ქართული ოცნება” ორიენტირებულია ისეთ საკონსტიტუციო ცლილებებზე, რომელიც ფართო კონსენსუსით მიიღწევა”, - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

როგორც ”რესპუბლიკელების” ლიდერმა განმარტა, ჯერჯერობით არაა ცნობილი, რა საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმუშავებს პრემიერის მიერ ინიცირებული ჯგუფი და რა ფორმატში შეიკრიბება ის. ”დღეს გაცხადებული ცვლილებებიდან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ ”რესპუბლიკური პარტია” მიიღებს ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას, მხოლოდ ასეთი ტიპის ცვლილებებზე თუ იქნება საუბარი”, - აღნიშნა სამნიძემ.