ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომელიც აუცილებლად გამოადგება საქართველოს აფხაზებთან, ცხინვალის მოსახლეობასთან შერიგებისთვის

ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომელიც აუცილებლად გამოადგება საქართველოს აფხაზებთან, ცხინვალის მოსახლეობასთან შერიგებისთვის

ირაკლი ალასანია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე მის კანდიდატურას გამორიცხას. როგორც ალასანიამ „რუსთავი 2“-ს ეთერში განაცხადა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციები, რომ მან შესაძლოა აღნიშნული თანამდებობა დაიკავოს, უსაფუძვლოა.

პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ის ძირითადად საქმიანობის გაგრძელებას საერთაშორისო ასპარეზე შეეცდება.

„არასწორი და უსაფუძვლოა ეს ინფორმაცია. გამოვრიცხავ და ალბათ შეთავაზებაც არ იქნება. მგონია, რომ მეტი შესაძლებლობა მომეცემა, ვაკეთო საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმე, განვვითარდე. მე შემიძლია უფრო მეტად გამოვადგე ადამიანებს, მეტი სიკეთის კეთება შემიძლია და არ მინდა ერთი ადგილის ტკეპნა. ვიმეორებ, სახელმწიფო სამსახურში ჩემი თავი გამორიცხულია, თუმცა, მე ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომელიც აუცილებლად გამოადგება საქართველოს მომავალში, გამოადგება საქართველოს შერიგებისთვის, აფხაზებთან, ცხინვალის მოსახლეობასთან. შეიძლება, ეს საზღვარგარეთ საქმიანობაც იყოს. მე მინდა, ჩემი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედო და რეალიზება გავუკეთო ამ ურთიერთობებს. არა როგორც სახელმწიფო მოხელემ, არამედ როგორც კერძო პირმა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.