სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებ, - ამის შესახებ პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ „რუსთავი 2“-ის ეთეში განაცხადა. რაც შეეხება მის ყოფილ თანაგუნდელებს, ალასანიას განმარტებით, ისინი ვალდებულებებისგან გათავისუფლებულნი არიან და მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.
,,მე სხვის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებ. მე მაქვს ჩაფიქრებული, რომ ვაკეთო მნიშვნელოვანი საქმე, თუმცა, არა სახელმწიფო სექტორში. ყველას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. ჩვენ ვართ მეგობრები, თუმცა, პოლიტიკური ვალდებულებისგან ყველა გათავისუფლებულია, ყველამ თავად უნდა მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.