ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით, ოფიციალურ განმარტებას აკეთებს.
როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ პირველისთვის მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 წლის 17 ოქტომბერს, ხუთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, ორი საქმე 17 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას გადაუგზავნოს.
ერთ-ერთი საქმეა - მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (N 72508/13), რომელიც ეხება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.
"განმცხადებელი, ივანე მერაბიშვილი, არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1968 წელს, ამჟამად იმყოფება თბილისის საპყრობილეში; მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჩადენილი რიგი დანაშაულების, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვისა და სხვისი ქონების უკანონო მითვისების გამო.
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, რასაც ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა, ბატონი მერაბიშვილი, მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) ერთ-ერთი ლიდერი, 2012 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფუნქციას ასრულებდა. მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა, მერაბიშვილი აირჩიეს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივნად, რომელიც ძირითადი ოპოზიციური ძალა გახდა ქვეყანაში.
მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს - მას ბრალი სამი მუხლით წაუყენეს - წარსულში ყალბი პასპორტით საზღვრის გადაკვეთის მცდელობა, გაფლანგვა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბროროტად გამოყენება. 2013 წლის 22 მაისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის საფუძველზე, ვანო მერაბიშვილს პატიმრობა შეეფარდა იმ მოტივით, რომ არსებობდა საფრთხე, რომ ის მიიმალებოდა ან ხელს შეუშლიდა გამოძიებას. ეს გადაწყვეტილება დადასტურდა სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 25 მაისს.
შესაბამისად, 2013 წლის 25 სექტემბერს, წინასასამართლო სხდომის დროს, მან მოითხოვა მისი წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა. სასამართლომ ეს მოთხოვნა იმავე დღეს განიხილა და არ დააკმაყოფილა ახსნა-განმარტების გარეშე.
მერაბიშვილი გაასამართლეს 2014 წლის თებერვალში, ამომრჩევლის მოსყიდვის, სხვისი ქონების უკანონო მითვისებისა და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის ბრლადებით და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდება მოეხსნა. ბ-ნი მერაბიშვილის სააპელაციო კანონი გაკეთებული ჯერ კიდევ არ შექმნილა უზენაესი სასამართლოს წინაშე.
2013 წლის მაისსა და 2014 წლის ივლისში, მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული ოთხი დამატებითი სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის, მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს 2005-2012 წლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით კვლავ ძალაშია. მერაბიშვილი აცხადებს, რომ მისი დევნა გრძელდებოდა წინასწარი პატიმრობის დროს, როდესაც, 2013 წლის 14 დეკემბერს, იგი გამოიყვანეს თავისი საკნიდან ღამით, მთავარ პროკურორსა და ციხის ადმინისტრაციის უფროსთან შესახვედრად, რომლებიც დაემუქრნენ მას, რათა ხელში ჩაეგდოთ ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საიდუმლო ოფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ.
იგი ასევე აცხადებს, რომ როგორც კი საშუალება მიეცა, აცნობა ხელისუფლებას ინციდენტის შესახებ 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე და მოუწოდა, შეემოწმებინათ ვიდეომასალა ციხის სათვალთვალო კამერებიდან, არანაირი ობიექტური ან საფუძვლიანი გამოძიება არ ჩატარებულა მის ბრალდებებთან დაკავშირებით.
და ბოლოს, იგი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეშფოთება გამოთქვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების, მათ შორის, მის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით",- აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციაში.