პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება

პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება

პრაღაში დღეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს პრაღის ფორმატში პირველი შეხვედრაა.

„ჩვენ გვაქვს სტაბილური დღის წესრიგი, რომელიც ძირითადად მოიცავს სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს, ტურიზმს. ამ დღის წესრიგის მიხედვით ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, სხვა საკითხების განხილვა არ იგეგმება.