ზვიად ძიძიგური:  ვიდრე პოლიტიკაში არიან,

ზვიად ძიძიგური: ვიდრე პოლიტიკაში არიან, "ნაცმოძრაობის" წინ ყოველთვის იქნება ივანიშვილის "კოშმარი"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური არჩევნების გაყალბების თემაზე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს.

მან ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს უპასუხა.

"ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პოლიტიკურ თემა 5 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ლანძღვაა. დარწმუნებული ვარ, ვიდრე ისინი პოლიტიკაში იქნებიან, მათ წინ მუდამ იქნება ბიძინა ივანიშვილის კოშმარი, რადგან სწორედ ივანიშვილმა ჩააგდო ისინი ამ დღეში 2012 წელს.

ნახეთ რომ ის ეხმარებოდა "ქართულ ოცნებას" და ბოლომდეც მივიდა ეს გამარჯვება, ახლა, მეორე ტურები გვაქვს მისაყვანი ბოლომდე", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.