მამაკაცი, რომელმაც აფხაზეთში ტერაქტი განახორციელა, როსტოვის მკვიდრი აღმოჩნდა

მამაკაცი, რომელმაც აფხაზეთში ტერაქტი განახორციელა, როსტოვის მკვიდრი აღმოჩნდა

მამაკაცი, რომელმაც სოხუმში ე.წ. სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის ტერიტორიაზე თავი აიფეთქა, როსტოვის ოლქის მცხოვრები აღმოჩნდა. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის დეფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ განაცხადა.

მისი თქმით, მამაკაცი აფხაზეთის მოქალაქე არ ყოფილა, არამედ რუსეთის მოქალაქე, როსტოვის მკვიდრია.

კილბას ინფორმაციით, აღნიშნული პირი აფხაზეთში 2 ოქტომბერიდან იმყოფებოდა. რაც შეეხება უშუალოდ ტერაქტს, კილბას თქმით, ის მიმართული იყო კონკრეტული აფხაზი პოლიტიკოსის წინააღმდეგ, რომლის ვინაობაც არ სახელდება.