ჩვენი სტილი არ არის, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით თუნდაც ოპოზიციას ტერაქტი მოუწყო

ჩვენი სტილი არ არის, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით თუნდაც ოპოზიციას ტერაქტი მოუწყო

ჩვენი სტილი არ არის, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით თუნდაც ოპოზიციას ტერაქტი მოუწყო, - ასე უპასუხა ”ქართული ოცნების” თელავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა რადიო ”პალიტრის” ეთერში, "საღამოს თოქ შოუში" გივი თარგამაძის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, ამ ყველაფრის უკან დგას ძალა, რომელსაც არ სურდა არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება.

”ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ „ქართულ ოცნებას“ და დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა თავიდანვე ყველა რესურსი ჩართული იმისათვის, რომ არჩევნები თავისუფალ, მშვიდობიან და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებულიყო. კარგია, რომ არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარებას ხაზი გაუსვა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ. ამით ხაზი გაესვა იმასაც, რომ ქვეყანა არის სწორ გზაზე და ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

შესაბამისად, საუბარი იმაზე, თუ ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს ან შედიოდა ის, რომ ოპოზიციური ძალის წარმომადგენლის მანქანა აეფეთქებინათ, აქ ძალიან მარტივი შეფასება და დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ეს არამც და არამც არ შედიოდა ხელისუფლების ინტერესში. თუმცა, მეორე მხრივ ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ დიახ, სწორედ ”ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მისი აზროვნების მქონე ლიდერები მოძღვრავდნენ ჩანაწერებში, სადაც პირდაპირ იყო მოწოდება, რომ არჩევნების შემდგომ ეტაპზე გაეკეთებინათ აქცენტები და მოეხდინათ სიტუაციის ესკალაცია. ამ ყველაფრის უკან დგას ძალა, რომელსაც არ სურდა არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება. უნდა დაველოდოთ გამოძიებას”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.