ოთარ კახიძე:  სახელმწიფო გადატრიალების გამოძიება არის პარანოია, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს

ოთარ კახიძე: სახელმწიფო გადატრიალების გამოძიება არის პარანოია, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „თავისუფალი ზონის“ სამი წევრი დაკითხვაზე იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, დაკითხვა შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლს, რაც სახელმწიფო გადატრიალების საქმეს ეხება.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მოდულის შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ოთარ კახიძემ.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მსგავსი თემის წინ წამოწევა ხდება იმისთვის, რათა მოხდეს საზოგადოების მოტყუება.

„სახელმწიფო გადატრიალების გამოძიება არის პარანოია, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს. ეს დაიწყო ჭიკაიძის „საბურავების რევოლუციით“ და გაგრძელდა იმით, რომ „რუსთავი 2“-ის შენობაში თუ როგორ უნდა მოეწყოთ გადატრიალება, ახლა მიუხედავად იმისა, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანია ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ უბნებზე ყველაფერი დამტვრეული იყო, კიდევ აქეთ იშვერენ ხელს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას აბრალებენ ყველანაირი სამხილის გარეშე, ეს აბსურდია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.