გლდანის რაიონის გამგეობამ სამი კვარტლის შედეგები შეაჯამა

გლდანის რაიონის გამგეობამ სამი კვარტლის შედეგები შეაჯამა

სამი კვარტლის შედეგები შეაჯამა გლდანის რაიონის გამგეობამ. 2016 წლის სექტემბრის მონაცემებით, გზების რეაბილიტაციისთვის 4 032 868 ლარი დაიხარჯა; კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულებამ 1 660 087 ლარი შეადგინა; 1 450 305 ლარით დაფინანსდა  ბინათმესაკუთრეთა  162 ამხანაგობა; ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებზე 1 724 993 ლარი დაიხარჯა; სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან 65 390 ლარი გამოიყო.

,,ჩვენ არ ვჩერდებით, ტემპს არ ვაგდებთ და არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვაპირებთ. ვაგრძელებთ მოსახლეობასთან პერმანენტულ შეხვედრებს საიმისოდ, რომ მათი საჭიროებები უკეთ გავიგოთ და ეს ყველაფერი განხორციელებულ პროექტებში აისახოს’’, - განაცხადა გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ.

საინფორმაციო ბუკლეტები გლდანის რაიონის მოსახლეობას დაურიგდა.