დავით უსუფაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობისთვის არ მემეტება, ვინაიდან მდივნის უფლებები შეზღუდულია

დავით უსუფაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობისთვის არ მემეტება, ვინაიდან მდივნის უფლებები შეზღუდულია

გავრცელებული ინფორმაცია, რომ დავით უსუფაშვილი ან თინა ხიდაშელი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობებზე განიხილებიან, უბრალოდ ჭორია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა. მისი თქმით, არც უსუფაშვილს და არც ხიდაშელს მსგავსი შეთავაზება არ ჰქონიათ.

„მე ვერ ვხედავ დავით უსუფაშვილის ადგილს ამ თანამდებობაზე, გამომდინარე იქედან, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებები შეზღუდულია. 2002-2012 წლებში უშიშროების საბჭოს მდივანს ჰქონდა უზარმაზარი უფლებები. მე უსუფაშვილისთვის არ მემეტება ეს თანამდებობა, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მისი შესაძლებლობები გაცილებით ფართოა, ვიდრე უშიშროების საბჭოს მდივნის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დავით უსუფაშვილი ან თინა ხიდაშელი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობებზე განიხილებიან, უბრალოდ ჭორია,” - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.