აკმამედ იმამკულიევი დარწმუნებულია, რომ განმეორებითი კენჭისყრის შედეგად გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებს

აკმამედ იმამკულიევი დარწმუნებულია, რომ განმეორებითი კენჭისყრის შედეგად გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებს

"ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი დარწმუნებულია, რომ განმეორებითი არჩევნების შედეგად გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებს. როგორც იმამკულიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, "ქართული ოცნება" აგრძელებს ამომრჩევლის დაშინებას, თუმცა ეს ვერ უშველის.

"22 ოქტომბერს 48-ე უბანზე არის განმეორებითი არჩევნები, სადაც ჩვენ პირველივე ტურში მოვიპოვებთ დეპუტატის მანდატს. იქ გვაქვს უპირატესობა. ამჟამად „ქართული ოცნება“ ცდილობს მოსახლეობა კიდევ შეაშინოს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ვერ უშველის. ვინც დაიჭირეს იმათ მეზობლებთან მიდიან და ეუბნებიან, რომ მათ შვილებსაც დაიჭერენ, თუ არჩევნებზე წავლენ. „ქართული ოცნება“ ცდილობს, ყველა რესურსი დახარჯოს რომ არ მოგვაგებინოს არჩევნები მარნეულის ოლქში. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ პირველივე ტურში მოვიგებთ ამ არჩევნებს და მეორე ტური არ იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამჟამად შსს უფრო ფხიზლად იქნება, უფრო დაიცავს წესრიგს, რადგან იქ მომხდარ არეულობაზე პასუხისმგებლობას მე „ქართულ ოცნებას" ვაკისრებ“, - განაცხადა იმამკულიევმა.

22 ოქტომბერს, განმეორებით კენჭისყრა გაიმართება №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული).