ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ლარის კურსი იქნება არასტაბილური

ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ლარის კურსი იქნება არასტაბილური

ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ადასტურებს, რომ ლარის კურსი იქნება არასტაბილური, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.

"2012 წელთან შედარებით შემცირებულია ექსპორტი. ინვესტიციებზე, რომელზეც ხელისუფლება ამბობს, რომ შემოდის, როგორც ჩანს, გადათვლის პრობლემაა. ინვესტიცია, რომ შემოდიოდეს დოლარი უნდა იყოს ეკონომიკაში, თუმცა დოლარი არ ჩანს. დეფიციტია დოლარის და ამიტომ არის ლარი არასტაბილური. ტურისტების ნაკადმა, რომელზეც ხელისუფლება მთელ იმედებს ამყარებდა, ხედავთ, რომ არ მოიტანა იმდენად დიდი ფულადი ნაკადი, რომ შეევსო შემცირებული ექსპორტი. ამიტომ, ჩემი პროგნოზი არის ძალიან სამწუხარო ჩემთვისაც და მოსახლეობისთვისაც",- განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, მთავრობას არ აქვს არანაირი გეგმა და მიმართულება როგორ გაამყაროს ლარის კურსი. მაჭავარიანის თქმით, ლარის კურსის გამყარებას მოკლევადიან პერსპექტივაში არ უნდა ველოდოთ.