ახალი დეტალები გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე

ახალი დეტალები გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე

გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე დღეს ახალი დეტალები გახდება ცნობილი.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ავტომობილის აფეთქების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი 12:00 საათისთვის ჩაინიშნა. 

ცნობისათვის, შსს-მ საქმე 7 ოქტომბერს, გახსნილად გამოაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ფაქტთან კავშირში მყოფი პირი, მიმდინარეობდა მისი და მასთან კავშირში მყოფი სხვა პირების ბინის ჩხრეკა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა კოლმეურნეობის მოედანზე, 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე აფეთქდა. მანქანაში, მძღოლთან ერთად იმყოფებოდა გივი თარგამაძე, რომელიც არ დაშავებულა. დაიჭრა რამდენიმე გამვლელი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.