სოხუმში ადგილობრივი ტელევიზიის შენობის ტერიტორიაზე უცნობმა მამაკაცმა თავი აიფეთქა. როგორც „სპუტნიკ აბხაზია“ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შს მინისტრის, ასლან კობახიას განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, ადგილზე აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობა.
„სავარაუდოდ, ის მარტო არ იყო. მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები, მუშაობს ყველა ძალოვანი სტრუქტურა“, - აცხადებს ასლან კობახია.
„სპუტნიკ აბხაზია“-ს ინფორმაციით, შემთხვევა დილის საათებში მოხდა, დაღუპულის ვინაობა და მოტივი ჯერჯერობით უცნობია.