ზურაბ აბაშიძე:    ხელისუფლებასთან რატომ არ უნდა ვითანამშრომლო?

ზურაბ აბაშიძე: ხელისუფლებასთან რატომ არ უნდა ვითანამშრომლო?

ხელისუფლებასთან რატომ არ უნდა ვითანამშრომლო? - ასე პასუხობს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ზურაბ აბაშიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში შეკითხვას, ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში, გამორიცხავს თუ არა მასთან თანამშრომლობას.

აბაშიძის თქმით, ის მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს.

„მე მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამოვრიცხავ. ხელისუფლებასთან რატომ არ უნდა ვითანამშრომლო? თანაც „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს, ოპოზიციური ფლანგიდანაც კი“, - აცხადებს აბაშიძე.

რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვებას, მისი თქმით, როდესაც არჩევნებზე ბარიერის გადალახვის პრობლემა იქმნება, პირველ რიგში, ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„რატომ მივედით ამ შედეგამდე, მოვა დრო და საჯაროდ ვისაუბრებ“, - აღნიშნავს აბაშიძე.