"ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ოზურგეთში ოპოზიცია ნოკაუტშია"

"ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემდეგ, ოზაურგეთში ოპოზიცია ნოკაუტშია.

აღნიშნულ საკითხს დეპუტატობის კანდიდატი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებულ პროექტებს უწევენ რეკლამას.

"ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ოზურგეთში ოპოზიცია ნოკაუტშია:

1. ბესო ქათამაძე (ნაც.მოძრაობის წევრი) ადგილობრივი ხელისუფლების და მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს უწევს რეკლამას და თვითონაც სიამოვნებით ჩაერთო სამუშაოებში - კარგია, რომ გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა ვინ აკეთებს საქმეს.

2. ოზურგეთში განმეორებით ჩამოვიდა ნაც. მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე და მთელმა ქალაქმა იცის, რომ პარტიის ადგილობრივ ლიდერს - მჟავანაძეს პასუხი მოსთხოვა (!) როგორ მოახერხა ამ უკანასკნელმა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტის მიღება არჩევნებში (აბა რომელი ბრძოლა გრძელდება? ოზურგეთში არჩევნები ნაც. მოძრაობამ წააგო).

3. ბურჯანაძე-დემოკრატებმა (რომელთაც უბნების 2/3-ის გაუქმებაც კი ვერ უშველით), გაასაჩივრა არჩევნების შედეგები და ვერც გამოიცნობთ სასამართლო პროცესს დღეს ვინ ესწრებოდა მეურვედ და გულშემატკივრად - "ნაც. მოძრაობის" ლიდერი მჟავანაძე (ამის შემდეგ "ნაც. მოძრაობა" კიდევ პრო-დასავლურ კურსზე რომ დაგველაპარაკება იმ მომენტს ველოდები). ბატონმა ზურამ კი ეს ამბავი არ იცის, ჩემი აზრით.

ორი ღირსეული კონკურენტი, ვინც არჩევნების შემდეგ გამარჯვება მოგვილოცა - "თავისუფალი დემოკრატი" ბატონი თემურ სალუქვაძე და ..." , - წერს არჩილ თალაკვაძე.