თურქეთში საპოლიციო ოპერაციის დროს თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, არიან დაჭრილები

თურქეთში საპოლიციო ოპერაციის დროს თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, არიან დაჭრილები

თვითმკვლელმა ტერორისტმა თურქეთის პროვინცია გაზიანტეპში, საპოლიციო ოპერაციის მსვლელობისას, თავი აიფეთქა, რის შედეგადაც არიან დაჭრილები. ამის შესახებ „სი-ენ-ენ თურქი“ იუწყება.

ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ტერორისტების ბლოკირება განახორციელ. შეტევის დროს ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაჭრილთა შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე ათი სასწრაფო დახმარების მანქანა გავიდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ანკარაში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეები პროვინცია გაზიანტეპში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ გააფრთხილა.