ჯონ ქერი სირიის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკების გასამართად ლონდონში ჩადის

ჯონ ქერი სირიის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკების გასამართად ლონდონში ჩადის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ლონდონში სირიის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკების გასამართად ჩადის. ჯონ ქერი გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. მისი მთავარი მიზანი სირიაში ზავის მდგომარეობის აღდგენაა. აღნიშნულ შეხვედრას სირიის ხელისუფლების ან მეამბოხეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტის განმარტებით, კერი ლონდონში არა ზუსტი სამოქმედო გეგმით, არამედ ახალი იდეებით ჩადის.

გუშინ შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ჯონ ქერი რუსეთის პირველ დიპლომატს სერგეი ლავროვსა და სირიის კონფლიქტში ჩართული სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის საუდის არაბეთის, ირანისა და თურქეთის მაღალჩინოსნებიც იყვნენ. შეხვედრა 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე ახალმა იდეამ გაიჟღერა, რომელმაც საერთო მოწონება დაიმსახურა. დიპლომატები სამომავლოდ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.