მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ "პირWელთან" საუბარისას აღნიშნა, რომ საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

მისი თქმით, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღისით, 8-დან 11 გრადუსამდე იქნება.

"18 ოქტომბერს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. მაღლამთიან რაიონებში თოვლი, ჰაერის ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს. საქართველოს მასშტაბით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13-15 გრადუსი იქნება.

დასავეთს საქართველოში 18 ოქტომბრამდე არადმგრადი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო შემდეგ გამოიდარებს.

რაც შეეხება, აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. 18 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოში ჰარეის ტემპერატურა დაიკლებს და 9-დან 11 გრადუსამდე იქნება. 18-19 ოქტომბერს დედაქალაში დღისით, მაქსიმალური ტემპერატურა 8-დან 10 გრადუსამდე იქნება", - განუცხადა გვაზავამ "პირველს".