რამაზ საყვარელიძე:  სახიფათოა, თუ

რამაზ საყვარელიძე: სახიფათოა, თუ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნება

ექსპერტის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში ბევრი ხარვეზია, ამიტომ, სახიფათო იქნება, თუ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა და მისი გასწორების საშუალება არ ექნება.

ექსპერტის განმარტებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზე "ნაცმოძრაობის" მხრიდან საუბარი პარადოქსულია და ეს პანიკა "ქართულ ოცნებასთან" "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტს წააგავს, ვიდრე რეალობას.

მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლსეობა კი არა, უბრალო უმრავლესობაც საშიშია თუ კი ძალაუფლება საშიშ პარტიას უპყრია.

"ქართული ოცნების" ხელში უმრავლესობა არ იყო სახიფათო და საკონსტიტუციო უმრავლესობა რატომ იქნება სახიფათო? სახიფათო არის სხვა რამე - თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნება "ქართულ ოცნებას", რადგან კონსტიტუციაში ბევრი ხარვეზია. ის თავის დროზე, სააკაშვილის ინტერესებზე მორგებითაა აგებული, ამიტომ, მასში უამრავი არალოგიკურობაა. ჯობია, "ქართული ოცნების" ხელში იყოს და გასწორდეს კონსტიტუცია, რათა  საქართველომ ნორმალური კანონმდებლობის საფუძველზე განაგრძოს არსებობა", - განაცხადა "პირველთან" საუბრისას საყვარელიძემ.