სასამართლომ

სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ დააკმაყოფილა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ დააკმაყოფილა და განმუხურის 38-ე უბნის არჩევნების შედეგები ბათილად დატოვა.

ოპოზციის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ უბანი ოქმის ხელმოწერამდე მას შემდეგ დატოვა, რაც ხმების დათვლა დასრულდა და გაირკვა, რომ განმუხურში ნაციონალურმა მოძრაობამ მოიგო.

პარტია უბნის შედეგების ცნობას ითხოვს და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.