აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, "რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპის განცხადებით, მომდევნო ტელედებატების წინ, მან და მისმა კონკურენტმა, ჰილარი კლინტონმა ნარკოტესტირება უნდა გაიარონ.
ნიუ-ჰემპშირში ამომრჩევლებთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ წინა ტელედებატების წინ, ჰილარი კლინტონმა, სავარაუდოდ, ნარკოტიკები მიიღო, რადგან დებატის დაწყებისას ის აღგზნებული იყო, ხოლო დასასრულს - თითქოსდა ითხოვდა სცენიდან გაეყვანათ და მანქანამდე დამოუკიდებლად მისვლა ძლივს შეძლო.
"ჩვენ სპორტსმენებივით ვართ. მათ ნარკოტესტირების გავლას აიძულებენ. ვფიქრობ, მომდევნო დებატების წინ, ნარკოტესტირება უნდა გავიაროთ",- აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების, ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის საბოლოო ტელედებატები 19 ოქტომბერს, ლას-ვეგასში გაიმართება.