ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარედ მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არ გამართულა

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარედ მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არ გამართულა

„ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პარტიაში პარლამენტის თავმჯდომარედ მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არ გამართულა. ასე უპასუხა კობახიძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას არსებული ინფორმაციის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ სწორედ მისი კანდიდატურა განიხილება.

„ამ თემაზე კონსულტაციები არ ყოფილა, ალბათ დაველოდებით მეორე ტურებს, მერე დაიწყება კონსულტაციები და უფრო ზუსტად მერე შევძლებთ ამაზე კომენტარის გაკეთებას“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეობას, კობახიძემ კვლავ აღნიშნა, რომ „კონსულტაციებს უნდა დაველოდოთ“.