ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ და ისიამოვნონ

ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ და ისიამოვნონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "თბილისობის" დღესასწაულზე იმყოფებოდა და მოსახლეობას "თბილისობა" მიულოცა.

"გილოცავთ თბილისობის დღესასწაულს. ძალიან კარგია, რომ ასეთი მშვენიერი ამინდი დაგვემთხვა. წლევანდელ დღესასწაულზე უამრავი სიახლეა, ძალიან ბევრი ადამიანია გამოსული ოჯახებთან, ბავშვებთან ერთად",-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სოფლის კოოპერატივებს საშუალება ჰქონდათ, საკუთარი პროდუქცია ჩამოეტანათ თბილისში.

"თბილისობის დღესასწაული უკვე კარგ ტრადიციად იქცა. თუ არ ვცდები, 22–ე დღესაწაულია უკვე. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას, ვუსურვო ხვავი და ბარაქა. შემოდგომა არის ხვავის და დოვლათის სიმბოლო, სწორედ ასეთი ბარაქა, მშვიდობა და კეთილდღეობა მინდა, ვუსურვო ყველა ოჯახს. ყველას მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ და ისიამოვნონ ამ შესანიშნავი დღესასწაულით",-აღნიშნა გიორგი კცირიკაშვილმა.