იან კელი:   ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება

იან კელი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება

ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ბათუმში ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

ელჩის თქმით, იყო ძალადობის ფაქტები, რისი საგულდაგულოდ გამოძიებაც მთავრობაზეა დამოკიდებული. იან კელის განცხადებით, მეორე ტური წინ არის და აუცილებელია იყოს მშვიდი გარემო.

"იყო ძალადობისა და დაშინების ფაქტები, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მკაცრად ვგმობთ და განსაკუთრებით, როცა არჩევნების დღეს ხდება ასეთი რამ. უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული, რამდენად საგულდაგულოდ და დეტალურად გამოიძიებს აღნიშულ ფაქტებს. გავიმეორებ იმას, რომ არჩევნებმა გამოხატა ქართველი ხალხის ნება. ამაში მარნეულის ინციდენტსაც ვგულისხმობდი. საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტი იყო და პოლიციის თანამშრომელიც დაშავდა. იმედია სახელმწიფო გამოიძიებს ამას ბალანსირებული გზით. გარდა ამისა, მეორე ტური წინ არის და აუცილებელია, გარემო იყოს მშვიდი, წყნარი და არ იყოს დაშინების ფაქტები", - აღნიშნა იან კელიმ.

ამერიის ელჩმა ეს განცხადება ბათუმის ნავსადგურში გააკეთა, სადა ამერიკულ ხომალდზე "მაუნთი უითნი" მიღება გაიმართა.