დიმიტრი ქუმსიშვილი: ,, სვეტიცხოვლობის დღესასწაული ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოა“

დიმიტრი ქუმსიშვილი: ,, სვეტიცხოვლობის დღესასწაული ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოა“

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მოსახლეობას სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. პირველი ვიცე-პრემიერი საქართველოს პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვას დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

,, მინდა მივულოცო მთელ საქართველოს სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაული. სვეტიცხოვლობა ნამდვილად არის გამორჩეული დღესასწაული, რომელიც  ყოველთვის იყო  მთელი საქართველოს გამაერთიანებელი. ეს არის დღესასწაული, რომელიც  ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოა“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.