ვლადიმერ პუტინი სომხეთში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი სომხეთში ჩავიდა

ვლადიმერ პუტინი სომხეთში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სომხეთში ჩავიდა. ადგილობრივი პრესის ცნობით, ვიზიტის მიზანი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღებაა.

სხდომის ფარგლებში დაგეგმილია ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივნის არჩევა. როგორც მოსალოდნელია, ის სომხეთის წარმომადგენელი იქნება.

ვლადიმერ პუტინთან ერთად, ერევანში ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში რუსეთის გარდა, გაწევრიანებული არიან სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და ტაჯიკეთი.