"როდესაც ამომრჩეველი ხელს აწევს პოლიციაზე, ასეთ რამეებს სახელმწიფო, ვერ შეიწყნარებდა"

იუსტიციის მინიტრ, თეა წულუკიანის განცხადებით, "როდესაც ამომრჩეველი ხელს აწევს პოლიციაზე, ასეთ რამეებს სახელმწიფო, ვერ შეიწყნარებდა".

"როდესაც ამომრჩეველი ხელს აწევს პოლიციაზე; როდესაც ამომრჩეველი არ დაინდობს საკუთარი რაიონის პოლიციის უფროსს, რომელსაც ყბა აქვს გატეხილი, ასეთ რამეებს,  სახელმწიფო, თუკი ჩვენ სახელმწიფო ვართ, ვერ შეიწყნარებდა. სწორედ სპეცრაზმის სამაგალითო ქცევის შედეგად, ჩვენ მარნეულში, კენჭისყრის ღამეს, თავიდან ავიცილეთ სერიოზული დაპირისპირება, რომელიც როგორც ჩანს, ზოგიერთმა პროვოკაციულმა ძალებმა დაგეგმეს. ახლა უკვე საქმე არის სასამართლოს ხელში, ამიტომ ყველანაირი განცხადება, კომენტარი თუ რას იზამს, რას გადაწყვეტს სასამართლო არის ზედმეტი.

ჩემთვის მთავარი ის არის, რომ საქართველოს პროკურატურა ითხოვს პატიმრობას აღკვეთის ღონისძიების სახით და მე ამ შუამდგომლობას რა თქმა უნდა, მივესალმები. "ქართული ოცნების" როგორც ჩანს გულშემატკივარი, რომელმაც ასევე გაუგონარი საქციელი ჩაიდინა კენჭისყრის ღამეს ჯიხაშკარში, ბრძანდება ციხეში და ამასაც მივესალმები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.