არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება თქვენი დიდი დამსახურებაა

არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება თქვენი დიდი დამსახურებაა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა.

„დღევანდელ დღესასწაულზე, ამ წირვა-ლოცვაზე ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი საქართველოში და მინისტრები. ჩვენ ვულოცავთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს. მე მინდა მივულოცო მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ეს არის თქვენი დიდ დამსახურება, ბატონო გიორგი“, - განაცხადა პატრიარქმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ქადაგებისას.