გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს უახლოეს საათებში განცხადების გაკეთებას გეგმავს

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს უახლოეს საათებში განცხადების გაკეთებას გეგმავს

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში, შესაძლოა უახლოეს საათებში, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე განცხადება გაკეთდება.

მღებრიშვილმა ყველას ურჩია, მოთმინებით აღიჭურვონ და ოფიციალურ კომენტარს დაელოდონ.

„გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე უახლოეს პერიოდში, შესაძლოა უახლოეს საათებშიც კი, ოფიციალური კომენტარი გაკეთდება. ახლა მივალ სამსახურში და ამის შემდეგ გადაწყდება ეს საკითხი. საქმე გახსნილია. დანარჩენს დაველოდოთ“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.