საპარლამენტო თანამდებობის განაწილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა

საპარლამენტო თანამდებობის განაწილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა

საპარლამენტო თანამდებობის განაწილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერჯერობით არ დაწყებულა, - ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მისი პარლამენტის თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

„ჯერჯერობით კონსულტაციები არ დაწყებულა ზოგადად თანამდებობის განაწილებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც დაიწყება კონსულტაციები ჩვენ შეგვეძლება კომენტარების გაკეთება“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობის შესახებ კითხვას, ირაკლი კობახიძის თქმით, „თანამშრომლობას სხვადასხვა ადამიანთან და სხვადასხვა პოლიტიკოსთან არ გამორიცხავენ“.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილოს. “ქართულ ოცნებაში“ პარტიის ცალკეული წევრები, მათ შორის დეპუტატები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მმართველი პარტია პარლამენტის თამჯდომარედ სწორედ კობახიძეს წარადგენს, რომელსაც საარჩევნო სიაში მესამე ადგილი უკავია და მას შემდეგ რაც, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუბრუნდებიან, სიის ლიდერად რჩება.