აფხაზები ევროპელები არიან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპასთან უფრო ცოცხალი ურთიერთობების აღსადგენად

აფხაზები ევროპელები არიან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპასთან უფრო ცოცხალი ურთიერთობების აღსადგენად

აფხაზები ევროპელები არიან და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპასთან უფრო ცოცხალი ურთიერთობების აღსადგენად, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში დიტერ ბოდენმა განაცხადა, რომელიც სოხუმში იმყოფებოდა.

როგორც ბოდენმა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში თქვა, ის აფხაზეთში გერმანული ფონდის „ბერგჰოფის“ მიწვევით, ბიოგრაფიულ სალონში მონაწილეობის მიზნით ჩავიდა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

„იყო მწვავე კონფლიქტი და ომი. ახლა, მე მგონია, რომ უკვე აღარ არის სამხედრო მოქმედებები, არ არის მსხვილი ინციდენტები კონფლიქტის ზონაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სიტუაცია მთლად ნორმალური არ არის. როდესაც ენგურს ვკვეთ, ვხედავ, რომ იქ რაღაცნაირი არანორმალური სიტუაციაა. აფხაზეთი გარკვეულწილად იზოლაციაში იმყოფება. მე მგონია, რომ აფხაზები ჩვენი ახლობელი ერია, ისინი ევროპელები არიან, ევროპას ეკუთვნიან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროპასთან უფრო ცოცხალი ურთიერთობების აღსადგენად. ჩვენ ვიცით, რომ ეს პოლიტიკური პრობლემაა. აქ ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი, რომ უფრო ნორმალურ სიტუაციაზე გადავიდეთ“, - განაცხადა ბოდენმა.

იგი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის იზოლაციის შესაცვლელად ევროპამ გზები უნდა გახსნას.