ირაკლი ალასანია მის სამომავლო გეგმებზე საუბარს 18 ოქტომბერს გეგმავს

ირაკლი ალასანია მის სამომავლო გეგმებზე საუბარს 18 ოქტომბერს გეგმავს

ირაკლი ალასანია მის მომავალთან და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს 18 ოქტომბერს გეგმავს, - ამის შესახებ მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ე.წ. კაბელების საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ალასანიამ კომენტარი მხოლოდ ე.წ. კაბელების საქმეზე გააკეთა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკური პატიმარია.

”ჩვენ ერთად, მთელი გუნდი გავაგრძელებთ ბოლომდე ბრძოლას იმისთვის, რომ გამოვიხსნათ პოლიტიკური პატიმრები ამ ტყვეობიდან. ამისთვის ყველა სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებთ, ასევე საზოგადოებრივი საქმიანობა ორგანიზებული იქნება იმისთვის, რომ ბიჭები, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მოხდა მათი ციხეში გაშვება, ძალიან მალე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და სახლებს. ბუნებრივი,ა ეს ის საქმეა, რომელზეც ყველანი ერთსულოვანი ვართ. საზოგადოება ჩვენს გვერდითაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მათ გაათავისუფლებენ”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.