ვფიქრობ, რომ ჯერ ქართველებს არ დავიწყებიათ რუსული ენა და იმედი მაქვს, რომ არ დაავიწყდებათ

ვფიქრობ, რომ ჯერ ქართველებს არ დავიწყებიათ რუსული ენა და იმედი მაქვს, რომ არ დაავიწყდებათ

მე შემიძლია რუსულად გიპასუხოთ, თარჯიმნის გარეშე, რადგან ვფიქრობ, რომ ჯერ ქართველებს არ დავიწყებიათ რუსული ენა, - ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ოკუპაციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

”იმედი მაქვს, რომ ქართველებს რუსული ენა არ დაავიწყდებათ, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს წვლილი არ არის მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში უმაღლესი მთავარსარდალი. ჩვენ გავიზარდეთ ქართულ სიმღერებზე და წიგნებზე. მე ბავშვობიდან ვკითხულობდი გიორგი სააკაძის შესახებ და სხვა მშვენიერ წიგნებს. ყველა ყირგიზმა იცის შოთა რუსთაველის პოემის ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ და ბევრი ყირგიზი არქმევს თავის შვილს ამირანს, ავთანდილს, ნესტანს. ბევრი ასევე ფიქრობს, რომ ეს ჩვენი პოემაა”, - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ალმაზბეკ ატამბაევმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

დღესვე, ატამბაევმა ქართველი კოლეგა გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთში მიიწვია.