Fox News:  ვლადიმერ პუტინის შესახებ ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის უფროსის მიმოწერა ვრცელდება

Fox News: ვლადიმერ პუტინის შესახებ ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის უფროსის მიმოწერა ვრცელდება

ტელეარხმა Fox News-მა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის უფროსის მიმოწერა გამოაქვეყნა, რომელიც WikiLeaks-მა აღმოაჩინა.

საარჩევნო შტაბის უფროსი, ჯონ პოდესტა მიმოწერებში რუსეთის პრეზიდენტს აქებს.

Fox News-მა ჰილარი კლინტონის გამოსვლიდან ამონარიდებიც გაიხსენა, სადაც კლინტონი რუსეთის პრეზიდენტს თბილად მოიხსენიებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2013 წელს, კომპანია Sanford Bernstein-ის თანამშრომლებთან შეხვედრაზე, კლინტონმა პუტინს "საინტერესო და ყურადღებიანი" მოსაუბრე უწოდა.

"ვლადიმერ პუტინი ყოველთვის საინტერესოა. წინასწარ არასოდეს იცი, რას იტყვის, ან რას მოიმოქმდებს. ის ფარული აღშფოთებით იცავს დედა-რუსეთის ინტერესებს", - აცხადებდა კლინტონი.

იმავე წელს, Goldman Sachs ინვესტბანკთან კლინტონი რუსეთის მიმართ, პოზიტიური დამოკიდებულების გაზრდას ითხოვდა.

"ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, პუტინი თავდაცვით პოზიციაში არ ყოფილიყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, შეგვეძლებოდა, მთელ რიგ საკითხებზე ერთად გვემუშავა", - აცხადებდა კლინტონი.

მოგვიანებით, ოქტომბერში, ებრაული ასოციაციის ფონდში, რომელიც ჩიკაგოში მდებარეობს, კლინტონმა ისაუბრა პუტინთან შემდგარ საუბარზე. მაშინ კლინტონი აცხადებდა, რომ პუტინთან საერთო ენა გამონახა და აღმოაჩინა, რომ მასაც ასევე აღელვებს ვეფხვების ბედი.