სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში ამერიკული დრამის, „კლოუნის“ გადაღებები მიმდინარეობს.

სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოში ამერიკული დრამის, „კლოუნის“ გადაღებები მიმდინარეობს.

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი, ლილი კოლინსი ასრულებს, ხოლო აღნიშნული მხატვრული ფილმის რეჟისორია ამერიკელი პოეტი და ჟურნალისტი ანტონი ლუცერო, რომელმაც  დაწერა რამდენიმე კინოსცენარი, მათ შორის „კლოუნი“ და რიჩარდ ბრაუტიგანის ‘A Confederate General from Big Sur’ -ის ადაპტაცია განახორციელა.  „კლოუნის“ გადაღებებისას ამერიკელი რეჟისორი ქართულ საპროდიუსერო კომპანიასთან შპს „მისთი დონისთან“ თანამშრომლობს.

 დღეს, 13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მასმედიის წარმომადგენლებს გიწვევთ დაესწროთ ფილმის გადაღებებს თბილისში, ამაღლების ქუჩა N18-ში და დაუსვათ შეკითხვები როგორც უშუალოდ რეჟისორს, ისე მთავარი როლების შემსრულებელ მსახიობებსაც.

 „გადაიღე საქართველოში“ პროგრამით დაინტერესებულთა რიცხვი დღითიდღე მატულობს.  პროგრამის  ამოქმედებიდან სულ რაღაც 7 თვეში „კლოუნი“ რიგით მეოთხე პროექტია, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

ამერიკული დრამის გადაღებები საქართველოსა და ნიდერლანდებში ხორციელდება. საქართველოში გადასაღებ მოედნად თბილისის, ბათუმის და  რუსთავის ტერიტორიები შეირჩა.