ყირგიზეთის პრეზიდენტი საქართველოს ოკუპაციაზე:   არასდროს ხდება ისე, რომ მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე

ყირგიზეთის პრეზიდენტი საქართველოს ოკუპაციაზე: არასდროს ხდება ისე, რომ მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე

ყირგიზეთის პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის განცხადებით, როდესაც პრობლემები ექმნებათ, ისინი არ რეკავენ ვაშინგტონში და რუსეთში. შესაბამისი განცხადება ატამბაევმა ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, როდესაც საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ის არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც 2005-2010 წლებში ორი რევოლუცია გამოიარა.

"ჩვენ არ ვრეკავდით რუსეთში ან ვაშინგტონში. თვითონ ვჭრიდით ყველა საკითხს. ყველა საკითხი უნდა გადაიჭრას მოლაპარაკების გზით. საომარ გზას მხოლოდ ჩიხში შევყავართ. არასდროს ხდება ისე, რომ მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე. ვფიქრობ, ალბათ ყველა საჭირო ნაბიჯი არ იყო გადადგმული. ზოგჯერ სიამაყეზე უარი უნდა ვთქვათ და ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ. მე ვფიქრობ, ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. საომარი გზით ეს საკითხი არ გადაწყდება",- განაცხადა ატამბაევმა.