ვლადიმერ პუტინი:  რუსეთის „პაიკად“ გამოყენება არ შეიძლება

ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „პაიკად“ გამოყენება არ შეიძლება

აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში რუსეთის „პაიკად“ გამოყენება არ შეიძლება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საინვესტიციო ფორუმზე "Россия зовет" განაცხადა.

„არ შეიძლება შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში რუსეთის „პაიკად“ გამოყენება და ამით სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დაზარალება. ეს, სულ მცირე, არასერიოზულია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, მოსკოვი რუსულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებით შეშფოთებულია და სურს, მეგობრული ურთიერთობა ისეთ „დიად“ სახელმწიფოსთან, როგორიც აშშ-ია.

„გვინდა გვქონდეს მეგობრული ურთიერთობები ასეთ უზარმაზარ, დიად სახელმწიფოსთან, მსოფლიოს წამყვან ეკონომიკასთან“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.