არჩევნების მეორე ტურის თარიღი, არა უგვიანეს 27 ოქტომბრისა გახდება ცნობილი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განუმარტა, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტურს ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებისას ნიშნავს.
”კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტურს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი ტურის შედეგების შეჯამებისას ნიშნავს. შეჯამებისთვის ბოლო ვადა 27 ოქტომბერია. ვინაიდან არჩევნების მეორე ტური კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 25-ე დღისა უნდა გაიმართოს, ბოლო ვადა 2 ნოემბერია. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე მეორე ტურის თარიღი ცნობილი არ არის, რადგან კანონმდებლობის თანახმად, ახლა საოლქო-საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს”, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.
ცესკო-ს სპიკერის განმარტებით, მეორე ტურის დანიშვნის ბოლო ვადა 27 ოქტომბერია, ეს თარიღი ასევე არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამების ბოლო ვადაც არის.