„The Heritage Foundation“- ში ამერიკელი ექსპერტების შეხვედრაზე ელისონის საგარეო პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფიმ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებმა გაამყარა საქართველოს პროდასავლური მიმართულება. რა თქმა უნდა, საქართველოს ჰქონდა ჩავარდნა საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა ჯერ კიდევ ბრიტანეთის პირველი ელჩი საქართველოში ოლივერ ვორდროპი წერდა, რომ საქართველოს პოლიტიკური იდეები ემთხვევა ევროპის ღირებულებებს, რაც ადასტურებს, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია პრო-დასავლური კურსის ერთგულია.
კოფის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ არჩევნები არის პროცესი და არა მოვლენა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.
საქართველოს ნატო-სგან განმეორებით ესმის განცხადებები, რომ მისი წევრობა დამოკიდებულია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე. თუმცა კოფის აზრით, საქართველომ უკვე შეძლო რამდენიმე დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ამასთან ქვეყანა პოლიტიკურად მომწიფებულია და ნატო-მ უნდა შეწყვიტოს ამაზე აპელირება.
მნიშვნელოვანია, რომ ახლანდელმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ის დასავლური ღირებულებების ერთგულია და კოფისათვის მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნებიან ახალი სახეები, ამერიკასა და ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობისათვის.
ამერიკელი ექსპერტის თქმით, აშშ-მა და ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს გაძლიერებას, რათა მან შეძლოს პრო-დასავლური კურსის შენარჩუნება.
ამასთან, კოფი ელის, რომ უმოკლეს ვადებში შედგება ახალი მთავრობის ვიზიტი ამერიკაში და სასურველად მიაჩნია ამერიკიდან მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტის განხორციელება საქართველოში, რადგან ხაზი გაესვას რეგიონში ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას.
ექსპერტს მნიშვნელოვნად მიაჩნია მუშაობის ინტენსიფიკაცია ამერიკა- საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, რათა ამით ამერიკამ რეგიონისათვის მძლავრი გზავნილი გააკეთოს.
http://www.heritage.org/events/2016/10/georgia