ევროპელი სოციალ-დემოკრატები: კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვებაა

ევროპელი სოციალ-დემოკრატები: კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ქართველი ხალხის გამარჯვებაა

ევროპელი სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფმა მოძმე პარტიას, ქართულ ოცნებას შაბათს საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.

ევროპარლამენტის დელეგაცია არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდა. დელეგაციაში შედიოდნენ ევროპარლამენტარი ანა გომესი სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდან, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ მისიას, ასევე ანდრეას მამიკინსი (პარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებში) და კლერ მუდი (ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე).

დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპარლამენტარმა ანა გომესმა განაცხადა:

„ჩვენ სიხარულით მივიღეთ საქართველოს ხელისუფლების მოწვევა არჩევნებზე დაკვირვების განსახორციელებლად. ეს არჩევნები აღმოჩნდა კონკურენტული და, რაც ყველაზე მთავარია, თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი. ეს არის ამ უმშვენიერესი ქვეყნის წარმატების მაგალითი. ჩვენ სიხარულით აღვნიშნავთ, რომ არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული და ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო. მართალია, ადგილი ჰქონდა ცალკეულ ინციდენტებს, მაგრამ მათ ვერ დაჩრდილეს არჩევნების მშვიდობიანი და ღია ატმოსფერო“.

ევროპარლამენტარმა ანდრეას მამიკინსმა ქართულ ოცნებას გამარჯვება მიულოცა და მთავრობის მიღწევებზე ისაუბრა:

„ვულოცავ ამ არჩევნებში გამარჯვებას ჩვენს მოძმე პარტია ქართულ ოცნებას, ევროპელი სოციალისტების პარტიის დამკვირვებელ წევრს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში (საქართველოს)სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ ცხადყო ქვეყნის მტკიცე ერთგულება დემოკრატიისა და სამოქალაქო უფლებებისადმი. ამ არჩვენებში მთავარი გამარჯვებული ქართველი ხალხია. ვთვლი, რომ ქვეყანაში გაგრძელდება რეფორმები, რომლებიც მოეთხოვება ევროკავშირის ძლიერ პარტნიორს“.

 „როგორც ევროპარლამენტარები სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდან, ჩვენ დიდად ვაფასებთ ურთიერთობებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. შესაბამისად, ჩვენთვის დიდი სიხარულია დამკვირვებლების სტატუსით ამ არჩევნებზე დასწრება. ჩვენ გავხდით ღია და დემოკრატიული მომავლისადმი ქართველი ხალხის ერთგულების მოწმენი. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ ჩვენი სადამკვირვებლო საქმიანობის გაგრძელებას მეორე ტურის ფარგლებში და არჩეულ წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ჩვენი საერთო მიზნების განსახორციელებლად“,-აღნიშნა  ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ.

http://www.socialistsanddemocrats.eu/newsroom/sd-group-competitive-free-and-fair-elections-are-victory-georgian-people#contact