"თავისუფალი დემოკრატების" უკვე ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე უარყოფს, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად ინიშნება.
როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, ამ თემაზე არანაირი საუბარი არ ჰქონია.
"არანაირი მაგდაგვარი საუბარი არ ყოფილა. არანაირი შემოთავაზება არ არის“, - განაცხადა დოლიძემ.